სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ფეისბუქზე „პანდას“ მიერ ატვირთულ ახალ ვიდეოს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს.
„პანდა თუ შეძლებს შეეჭიდოს ამ სიბინძურეს და დაამარცხებს ცილისმწამებელთა არმიას, ეს იქნება ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი! წარმატებები ამ ახალგაზრდებს. მე თუ რამეში გამოვადგები მთელს ჩემს რესურს და გამოცდილებას დავახმარებ მათ.“
შეგახსენებთ, რომ „ფეისბუკმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ კვლევაში“ ვკითხულობთ, რომ ანტიდასავლურ და პროსახელისუფლებო ტროლების მართვაში ქართულ ინტერნეტსივრცეში ცნობილი მუსიკალური ჯგუფი “პანდაც” იყო ჩართული, რომელიც შემდეგ სარეკლამო სააგენტოდ გადაკეთდა.
თავის მხრივ “პანდა”, რომელიც რამდენიმე დღის წინ მართველი ხელისუფლების და ანტიდასავლური ორიენტაციის ტროლ ანგარიშებთან კავშირში დაადანაშაულეს, საზოგადოებას ვიდეომიმართვით პასუხობს.
“პანდას” წევრის თქმით, ჯგუფის წევრების შესახებ გამოქვეყნებული პირადი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის მედიასაშუალებებმა გადაუმოწმებლად გაავრცელეს.
მასალის გამოყენების პირობები






