არჩილ თალაკვაძე: ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესებს აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან
პოლიტიკა - 09:53, 23 Dec, 2019     820

„ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესში შეჰყავდა ქვეყანა ოპოზიციას. წარმოგიდგენიათ, რა იქნება ქვეყანაში პროპორციული არჩევნების შემდეგ? ეს ადამიანები, რომლებსაც დღეს ხელში არაფერი არ უჭირავთ, გარდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციებისა, მანდატების რაღაც რაოდენობას რომ მოიპოვებენ პარლამენტში, თუ წარმოგიდგენიათ რას გააკეთებენ? მზად იყვნენ მთელი სახელმწიფო დაებლოკათ, ოღონდ თავისი მიეღოთ! კოალიციის შექმნა გამოვა მათთან?! ან მთავრობის დაკომპლექტებაზე შეთანხმება?! - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა და შესაბამისი მაგალითები დაასახელა.

„პროპორციული არჩევნების შემოღებამ უკვე ამ ორი წლის განმავლობაში არაერთ, ჩვენზე ბევრად განვითარებულ სახელმწიფოებში - გერმანიაში, ბელგიაში, ლატვიაში, იტალიაში გამოიწვია კრიზისები. ბოლო მაგალითია ისრაელი, სადაც ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამე არჩევნებს ატარებენ - იქაც სამთავრობო კრიზისია. ჩატარდა არჩევნები, დიახ, პროპორციულად განაწილდა მანდატები ისე, როგორც ხალხმა ხმა მისცა პარტიებს, მაგრამ საბოლოო ჯამში რა მოხდა: იმ ხალხისვე ინტერესების საზიანოდ, პარლამენტები მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, ზოგან ექვსი თვით, ზოგან სამი თვით, ზოგან უკვე ერთი წლით ბლოკირებული და პარალიზებულია სამთავრობო და მმართველობის პროცესი. მთავრობის შექმნა სანახაობა და შოუ ხომ არ არის? მთავრობა თუ არ შეიქმნა, გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პენსიებზე, რეფორმებთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკაზე. ფაქტობრივად, ქვეყანა არის გაჩერებული. და ეს ოპოზიცია რომ გაჩერებას აირჩევს, ვიდრე რაიმეზე შეთანხმებას, უკვე არაერთხელ გამოჩნდა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42