Bidzina Ivanishvili & Media - გვერდი, რომელიც ტროლებისა და ბოტების გაუქმების შემდეგ წაიშალა რამდენიმე საათის წინ აღდგა და გაცხადება გაავრცელა.
განცხადებაში წერია,რომ ფეისბუქის გვერდი არ გაუუქმებია. თუმცა ეს გვერდი ორი დღე სოციალურ ქსელში არ იძებნებოდა.
"საინფორმაციო სააგენტო "ტაბულამ" გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს გვერდი გაუქმდა და კავშირში იყო არაკანონიერ ქმედებასთან.
ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ ფუნქციონირებს ფეისბუქის ყველა წესის დაცვით, რასაც ადასტურებს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მონაცემები" - ვკითხულობთ აღნიშნულ გვერდზე.
შეგახსენებთ, ფეისბუქმა 400-ზე მეტი გვერდი გააუქმა, როგორც ცნობილია, ამ ანგარიშებზე ვრცელდებოდა ყალბი ახალი ამბები და ხელისუფლების მხარდამჭერი ინფორმაცია.
მასალის გამოყენების პირობები






