ხელისუფლების კრიტიკა საეკლესიო ქადაგებებში: "ქართველი ხალხი იმისთვის არ ვართ დაკავებული, რომ ვიღაცეებს სკამები შევუნარჩუნოთ, ჩვენ მოგვყავს და ჩვენ ვუშვებთ ყველას" - მეუფე იაკობი
პოლიტიკა - 13:00, 22 Dec, 2019     1193
სკანდალური განცხადებების შემდეგ მეუფე იაკობმა პირველი საკვირაო წირვა ჩაატარა. ორთვიანი პაუზის შემდეგ ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს მონასტერში წირვის შემდეგ მრევლს გადაგებით მიმართა. მიტროპოლიტმა პირველი ქადაგება ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო და მმართველი გუნდი უმოქმედებაში დაადანაშაულა. მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის, გარდაცვალებასა და ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე.

"ქართველი ხალხი იმისთვის არ ვართ დაკავებული, რომ ვიღაცეებს სკამები შევუნარჩუნოთ, მოიქცნენ ისე რომ იმსახურებდნენ იმ საქმეს. ჩვენ მოგვყავს და ჩვენ ვუშვებთ ყველას. თუ ხელისუფლება ვერ იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს, ოპოზიციას არ ეგონოს , რომ ისინი იქცევიან ისე, როგორც საჭიროა. რაც ქართველს უნდა ის უნდა გააკეთოს ყველამ" - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ექიმის გათავისუფლების საკითში შედეგიანი არ არის. მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მეტი უნდა გააკეთონ გაფრინდაშვილის გამოსახსნელად. მან გაიხსენა რუსეთის მოქალაქეების ექსტრადირება და თქვა, რომ როცა რუსი პატიმრები უნდა გადაეცათ რუსეთის ხელისუფლებისთვის, უნდა გაეკეთებინათ ისე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათვისუფლებულიყო.
''კაცი წავიდა უნდა დახმარებოდა ადამიანს, დაიჭირეს, მიუსაჯეს. ვაჟას ამით არაფერი, პირიქით, ემატება. იძახიან, ხომ იცოდა დაიწერდნენო, როცა ადამიანი ექიმი ხარ გულანთებული, რომ მიდიხარ ამას არ უყურებ, სხვის სიცოცხლეზე ფიქრობდა. მე მოვუწოდებ ოსებს, შეხედონ, ლაჩარი ვაჟა უნდათ? წესიერი კაცია და ძალიან სწორად იქცევა მინდა მივმართო ე.წ ოსეთის ხელისუფლებას, რუსეთს, დააფასონ ამ ადამიანის საქციელი. სახელმწიფომ ერთი კაცის დახსნა ამდენი ხანი ვერ შეძლო" - განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა.
მეუფე იაკობი ქადაგებისას ლუკა სირაძის გარდაცვალებას შეეხო და განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნის ტრაგედია. მეუფემ კრიმინოგენულ მდომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უნდა დალაგდეს სიტუაცია ამ მიმართულებით.
"ეს დღეები დიდი ტრაგედია გამოვიარეთ, ბავშვმა თავის თავს ზიანი მიაყენა, ასევე ამ დღეებში ცოტნე დაჭრეს, დილით კიდევ სხვები დაჭრე, ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ დუღილის ტემპერატურა დაწიონ" - განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42