საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ფეისბუქისთვის "რეპუტაციური პრობლემები არახალია".
"ფეისბუქისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია, ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ თავად ფეისბუქს მოუწია გამოსვლა კონგრესში და კონგრესმენების წინაშე ბევრი კითხვისთვის პასუხის გაცემა. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც გამოწვეულია ფეისბუქის შიგნით არსებულ პრობლემებთან. მათი კამპანია ემსახურება არაავთენტური ანგარიშების გამოვლენას და გაუქმებას",-ამბობს ზალკალიანი იმედის ეთერში.
"მეც და ბევრი ჩემი კოლეგა მომსწრე ვართ იმისა, რომ ფეისბუქზე ფეიქნიუსებით ხდებოდა ხელისუფლების დაბულინგება და დაშანტაჟება.... ობიექტური უნდა იყო, ეს მათი ვარაუდია, არ გაუქმებულა არც ერთი ის ექაუნთი, საიდანაც ხდებოდა ხელისუფლების ან ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ყალბი ინფორმაციის გავრცელება",-ამბობს ზალკალიანი.
"ფეისბუქმა" თავისი სივრციდან გააქრო 400-ზე მეტი ქართული ანგარიში. მათგან ყველა: 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებუკლი იყო და მათი ადმინები ხელისუფლების ნარატივს, მის საერთო მესიჯბოქს ავრცელებდნენ, ამასთან, ანტიდასავლურ კამპანიას ეწეოდნენ და ოპოზიციურ ლიდერებზე სხვადასხვა ჭორებს ავრცელებდნენ. ფეისბუქმა გააუქმა ბიძინა ივანიშვილი და მედია, რომელიც ივანიშვილის ოფიციალური გვერდი იყო.
ქართველ ტროლ-ბოტებზხე შეტევას "ფეისბუქმა" განცხადება მოაყოლა, სადაც აღნიშნა, რომ ამ ანგარიშების "საქმიანობა" სპეციალური გამოძიებით დაადგინა და გაარკვია, რომ "ეს კამპანია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება".
მასალის გამოყენების პირობები






