ის ამბობს, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება.
"ფეისბუქმა გააუქმა არამხოლოდ საქართველოს არაავთენტური ანგარიშები, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისაც და სხვა ქვეყნისაც. ის, რომ ეს არის ქართული ოცნების, ამას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. თუ ამას ფეისბუქი ამბობს, მაშინ ამას სჭირდება დასაბუთება. სხვათაშორის, ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, რომ არც ერთი რეგისტრირებული ანგარიში არ არის დაბლოკილი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებაზე ავრცელებს რაიმე ისეთ ინფორმაცია. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მაქვს ეჭვი, რომ ეს არის სწორედ აქედან მიწოდებული ინფორმაცია და ამაზე აქვთ რეაგირება", - ამბობს ხუნდაძე.
კითხვაზე თუ ვის გულისხმობს იგი "აქედან მიწოდებულ" ინფორმაციაში, დეპუტატი ხელს ოპოზიციისკენ იშვერს.
"კი, შეიძლება იყოს მიწოდებული ინფორმაცია. ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში პროფესიონალები რომ არიან, ამაში უნდა დამეთანხმოთ, მაგრამ გაგიჭირდებათ, ვიცი, ამის დადასტურება თქვენ", - აღნიშნა ხუნდაძემ.
წყარო: ტაბულა
მასალის გამოყენების პირობები






