Facebook-ის შეტევა ქართველ ტროლ-ბოტებზე: ხელისუფლებასთან აფილირებული 418 ქართული ანგარიში გაუქმებულია
პოლიტიკა - 23:39, 20 Dec, 2019     2010
"ფეისბუქმა" თავისი სივრციდან გააქრო 400-ზე მეტი ქართული ანგარიში. მათგან ყველა: 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებუკლი იყო და მათი ადმინები ხელისუფლების ნარატივს, მის საერთო მესიჯბოქს ავრცელებდნენ, ამასთან, ანტიდასავლურ კამპანიას ეწეოდნენ და ოპოზიციურ ლიდერებზე სხვადასხვა ჭორებს ავრცელებდნენ.

ქართველ ტროლ-ბოტებზხე შეტევას "ფეისბუქმა" განცხადება მოაყოლა, სადაც აღნიშნა, რომ ამ ანგარიშების "საქმიანობა" სპეციალური გამოძიებით დაადგინა და გაარკვია, რომ "ეს კამპანია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება",

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,"- წერია განცხადებაში (შენიშვნა: "ტაბულის" თარგმანი).

ასეთ მასშტაბურ შეტევებს "ფეისბუქის" ადმინისტრაცია ძალიან იშვიათ შემთხვევებში ახორციელებს. დაახლოებით ამ მასშტაბის იყო წმენდა, რომელიც "ფეისბუქმა" რუსეთსა და ჩინეთში ჩაატარა და ეს წმენდა პირდაპირ ხელისუფლებას დაუკავშირა. ამიერიდან საქართველოც სწორედ იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ხელისუფლება ყალბ გვერდებსა და პროფილებს ქმნის ან/და აფინანსებს: ორგანიზაციის ცნობით, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ამ გვერდებსა და პროფილებს ჯამში 316 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი აქვთ დახარჯული.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42