ნათია თურნავა: „წყალტუბოს განვითარების გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება"
პოლიტიკა - 20:58, 20 Dec, 2019     604
„როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ გამოვყო კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც წყალტუბოში განხორციელდება და რომელიც შესაძლებელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივის შედეგად. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს, იქცევა საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს იმერეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას" - განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც „მინისტრის საათის" ფორმატში გაიმართა.

ნათია თურნავას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესში მინიმუმ 8000 ადამიანი დასაქმდება, მათი აღდგენის შემდეგ კი 600 000 – 800 000 ტურისტის მიღება იქნება შესაძლებელი. საბოლოო ჯამში, რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც მთელი იმერეთის და ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ეკონომიკურ აღმავლობას.

„ეს პროექტი იქნება ერთგვარი სინერგია სახელმწიფოს, ქველმოქმედსა და კერძო ბიზნესს შორის. სახელმწიფო წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში რამდენიმე ძირითად ფუნქციას აიღებს საკუთარ თავზე, ესენია: კურორტის განვითარების გენერალური გეგმის შექმნა, საჯარო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, ადგილზე მცხოვრები დევნილების ღირსეული განსახლება, კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, წყალტუბოს მარკეტინგის ხელშეწყობა და ადგილზე არსებული სამკურნალო წყლის მართვის უზრუნველყოფა" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა დეპუტატებს ასევე მოახსენა, რომ მთავრობაში მიმდინარეობს ამ პროექტის გეგმაზომიერი განვითარების საჯარო პროცესი, ამჟამად ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს გენგეგმაზე და უახლოეს თვეებში, უკვე შესაძლებელი იქნება ამ ერთიანი გეგმის ფარგლებში საჯარო კონკურენტული გზით სანატორიუმების შეთავაზება ინვესტორებისთვის, რომ მათ განახორციელონ ინვესტიციები და დაასაქმონ ადამიანები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42