ეკონომიკის მინისტრი ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრს ანდრეას რაიხჰარდტს შეხვდა
პოლიტიკა - 18:17, 20 Dec, 2019     749

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავსტრიის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრს ანდრეას რაიხჰარდტს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - აკაკი საღირაშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე, ასევე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში არად ბენკო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და ავსტრიის რესპუბლიკა აქტიურად და მჭიდროდ ურთიერთობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, სამართალდაცვით და სხვა სფეროებში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორებში.

მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, რაც ასევე ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ავსტრიული კომპანიების მზარდი დაინტერესებაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.

ამასთან, მიმდინარე ეტაპზე, მხარეებს შორის განიხილება 2020 წლის 5-6 მარტს, ქ. ვენაში კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების საკითხი. კერძოდ, საქართველოს მხარემ მზადყოფნას გამოთქვამს ავსტრიული მხარის მიერ შემოთავაზებულ პერიოდში მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, ენერგეტიკა და გამოთქვეს მზადყოფნა, გაძლიერდეს და გაღრმავდეს ქვეყნებს შორის თნამშრომლობა ამ სფეროებში.

როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა განავითაროს მულტიმოდალური სატრანსპორტო მიმოსვლა და რეგულარული სატვირთო მატარებლების მიმოსვლა შუა კორიდორში.

„ქართული მხარე დაინტერესებულია დაიწყოს თანამშრომლობა ავსტრიის წამყვან სარკინიგზო კომპანია „რეილ კარგო ავსტრიასთან", რათა განვითარდეს სატრანზიტო მოძრაობა ავსტრიასა და ჩინეთს შორის საქართველოს გავლით. მეტიც, ქართულმა მხარემ სურვილი გამოთქვა ავსტრიულ მხარესთან ერთად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება ავსტრიაში ლოგისტიკური ცენტრების განვითარების კუთხით", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42