"ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსპექტორთან და მივაწოდეთ ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია" - შს მინისტრი ლუკა სირაძის საქმეზე
პოლიტიკა - 16:13, 20 Dec, 2019     662

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში კომენტარი გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სახელმწიფო ინსპექტორთან.

"მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. პირველ რიგში, ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის არის ყველაზე მძიმე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაც, ეს არ არის, ვთქვათ, რაღაც რიგითი შემთხვევა - უმძიმესი შემთხვევაა.

ამას მოჰყვა შემდეგ კიდევ ორი, ასევე, სუიციდის ფაქტი. ერთი მოხდა ბათუმში, მეორე- სამეგრელოში, იქაც არასრულწლოვანი იყო და დაფიქსირდა რამდენიმე მცდელობა.

ვფიქრობ, ეს უნდა გაჩერდეს, ეს არის პროვოცირება პირდაპირ ამ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანების და ძალიან ცუდია. მინდა, ხაზი გავუსვა, ასევე, ჩვენი გამომძიებლის დაკავების ფაქტს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსპექტორთან. რაც შეგვეძლო, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც მოითხოვეს და ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და უსამართლოდ არ დაისჯება, არც ერთ ადამიანი - ეს იქნება პოლიციის თანამშრომელი თუ მოქალაქე," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42