„საქართველოსთვის გვიან ჯერ კიდევ არაა. ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს უკრაინის მსგავსი სახელმწიფოებისთვის ანტი-კორუფციული სისტემის მაგალითი იყო, ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი პრესა და ძლიერი ოპოზიცია. ტრამპს ან შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია დაეხმაროს პროტესტანტებს და ბატონ კინზინგერს“ - წერია სტატიაში.
სტატიაში საუბარია ზაფხულში მიმდინარე მოვლენებზე და გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოჩენაზე. „მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში დაპატიჟა რუსეთის დუმის დეპუტატები“ - ნათქვამია სტატიაში. იქვე აღნიშნულია, დუმის დეპუტატების წინააღმდეგ გამართული „დემონსტაციების ჩასახშობად ივანიშვილის მთავრობა ხალხს საარჩევნო რეფორმას დაპირდა“.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მმართველი პარტია ვაშინგტონთან თანამშრომლობისა და ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების შესახებ განცხადებებს აკეთებს, თუმცა იქვეა აღნიშნული, რომ „მმართველმა პარტიამ საქართველოს კვლავ მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნებისკენ უბიძგა.“
The Wall Street Journal-ის ზემოაღნშნულ სტატიაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ 90-იან წლებში რუსეთში დაგროვებულ კაპიტალზე, რომელსაც დიდი რაოდენობით ფასიანი ქაღალდები აქვს დასავლეთში. ამასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ „მის ქონებაზე სანქციების დაწესების საფრთხე, ასევე მოგზაურობის შეზღუდვა მისთვის და მისი ახლობლებისთვის, უფრო მეტად გამოაფხიზლებს ვიდრე საჯარო განცხადებები.“
სარედაქციო ჯგუფის ავტორობით დაწერილი სტატიის ბოლოში ვკითხულობთ, რომ აშშ-ს არ შეუძლია იმის კარნახი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თუმცა ამერიკას შეუძლია მმართველ პარტიას უფრო დემოკრატიული მოქმედებებისკენ უბიძგოს, რაც საქართველოს მოსკოვის ნაცვლად ვაშინგტონსა და ბრიუსელს აარჩევინებს.
მასალის გამოყენების პირობები






