ივანიშვილის ხელისუფლება სიტუაციას არაადეკვატურად აფასებს. ქვეყანაში შექმნილი ღრმა კრიზისის გადაჭრა წვრილმანი, თაღლითური ვაჭრობით შეუძლებელია! ივანიშვილმა დაპირება აუცილებლად უნდა შეასრულოს! - „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“
პოლიტიკა - 15:40, 20 Dec, 2019     879

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დღეს გამართულ მორიგ რაუნდთან დაკავშირებით „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება:

„ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე, რომელიც დღეს გაიმართა, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კრიზისს არაადეკვატურად აფასებს!

როგორც სჩანს, მათ ჰგონიათ, რომ საარჩევნო კანონზე წვრილმანი, თაღლითური ვაჭრობით შეძლებენ ამ ღრმა, კომპლექსური კრიზისის დაძლევას, რომელიც თავად შექმნეს და რომლითაც პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურეს ჩვენი ქვეყნის წლობით ნაგროვები საერთაშორისო რეპუტაცია!

საკითხი კი რეალურად ასე დგას: ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი დაპირება - მიღებულ უნდა იქნას სამართლიანი პროპორციული საარჩევნო სისტემა და ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები! ესაა დემოკრატიის საყოველთაოდ აღიარებული, ფუნდამენტური პრინციპი და აქ სავაჭრო, ან დასათმობი ოპოზიციას არც არაფერი აქვს!

ნორმალური კომპრომისული წინადადება ოპოზიციის მხრიდან უკვე არსებობს ე.წ. „გერმანული მოდელის“ საფუძველზე და ვფიქრობ ეს წინადადება შექმნილ სიტუაციაში ჩიხიდან გამოსვლის ოპტიმალური გზაა. ეს გადარჩენის ოპტიმალური შანსია პირველ რიგში სახელისუფლებო პარტიისთვის და ამას რაც უფრო მალე გააცნობიერებს „ქართული ოცნება“, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და მთლიანად ქვეყნისთვისაც.

ამასთან ერთად, მხარეებს შორის განხილვის და პრინციპული შეთანხმების საგანი აუცილებლად უნდა გახდეს ისეთი თემები, როგორიცაა ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის აუცილებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობის უზრუნველყოფის პრობლემა, საარჩევნო სიების რეალურად მოწესრიგების პრობლემა და საარჩევნო კოდექსის სხვა პრინციპული საკითხები.

გასაგებია, რომ ხელისუფლებას აქვს არჩევნების წაგების სავსებით საფუძვლიანი შიში. მართლაც, როგორც სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, მათ დაკარგეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნდობა და შესაბამისად ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ ვეღარ იქნება უმრავლესობაში. მათ დროულად უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთია მათი შვიდწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი, შექმნილი რეალობა და სიტუაციის შეცვლა ძალადობით ან რაიმე სხვა მაქინაციებით პრინციპულად შეუძლებელია. მხოლოდ საკუთარი დანაპირების შესრულება და სამართლიანი არჩევნების მშვიდობიანი სცენარი აძლევს პარტია „ქართულ ოცნებას“ შანსს, რომ გადარჩეს და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, თანამშრომლობის რეჟიმში, გააგრძელოს მონაწილეობა მომავალი ხელისუფლების ფორმირების პროცესებში, ან გადავიდეს ოპოზიციაში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42