ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი საავამყოფოში იმყოფებოდა.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ყველა ადამიანი დაკითხულია.
"გამოძიება მუშაობს ყველა მოტივზე, მათ შორის საყოფაცხოვრებო კონფლიქტი, თუ წარსული შემთხვევები, მაგრამ ახლა არ მაქვს სათანადო კომპეტენცია ვისაუბრო ჩემს ვერსიებზე. ახლა ვსაუბრობ დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე და ველოდები გამოძიების შედეგებს. იმედია ეს შედეგები მალე გახდება ცნობილი, რადგან საკითხი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ატარებს. ვერ გეტყვით ეს იყო შემთხვევითი, თუ ორგანიზებული თავდასხმა, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილზე არის დაპირისპირების კვალი, რაც მიმართული იყო ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისკენ. ვიცი, რომ ცოტნე მუდმივად ფიზიკური დატვირთვით იყო დაკავებული და ძლიერი ადამიანია, ამიტომ მისი ფიზიკური მორევა ასე მარტივი არ იყო. დაკითუხულია ამ ეტაპზე ყველა ის ადამიანი, ვისაც შესაძლოა პირდაპირ ან ირიბად ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ან შემხებლობა" - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






