მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გამოძიების დეპარტამენტის ხემძღვანელმა გიუნტერ იანგერმა გამოთქვა იმედი, რომ ახალი ფაქტების შემდეგ სპორტული საარბიტრაჟ სასამართლოს მიერ გამართლებული რუსი სპორტსმენების საქმეები აუცილებლად გადაიხედება.
საუბარია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებთან დაკავშირებულ დოპინგ სკანდალებზე. ახლად აღმოჩენილი გარემოებების დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს გამარჯვებულის სტატუსს ცამოართმევენ.
რამდენიმე ხნით ადრე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) გადაწყვეტილებით, 43 რუსი სპორტსმენი დადანაშაულებული იყო ოლიმპიადაზე დოპინგის გამოყენებაში. 13 სპორტსმენს აღებული მედლები ჩამოერთვათ, თუმცა საარბიტრაჟო სასამართლომ დანარჩენ 28-ს მედლები დაუტოვა და რუსეთმა პირველობა შეინარჩუნა.
"ახლა ჩვენ ვაგზავნით სოკ-ში დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი მოწმე, მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის თანამშრომელი, თავად იყო ჩართული ლაბორატორიული მონაცემების გაყალბებაში. როგორც კი ეს მტკიცებულებები დადასტურდება, დაიწყება რუსი სპორტსმენების საქმეების გადახედვა,: - აცხადებს იანგერი.
მასალის გამოყენების პირობები