საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას იანვარში დაუბრუნდებიან.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს დიალოგი არის ამ ფორმატის ღირებულების კიდევ ერთი დემონსტრირება, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი ძალა განიხილავენ პრობლემებს, გამოწვევებს, რომლებსაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ვხვდებით. მე მივესალმები ფაქტს, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ახალი შეთავაზებით მოვიდა. მხარეებმა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით გაცვალეს აზრები. დღეს შეთანხმება არ მიღებულა, თუმცა ყველა დაეთანხმა იმას, რომ დიალოგი იანვარში გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს სერიოზული მუშაობა და მხარეების მხრიდან უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება, კომპრომისის სურვილი“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
მასალის გამოყენების პირობები






