"დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია, არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს"- გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 10:33, 20 Dec, 2019     858
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე სასტუმრო "შერატონში" ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიმდინარე რიგით მეოთხე შეხვედრას ესწრება.

აუდიენცია დიპლომატიური კორპუსის მედიატორობით იმართება და განხილვის თემაც საარჩევნო სისტემაა.

ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრიდან ოპტიმისტრური მოლოდინები არ აქვს, რადგან ივანიშვილი ყველანაირი ხერხით ცდილობს ერთპიროვნული მმართველობა შეინარჩუნოს.

ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ნორმალური არჩვენების ჩატარება ვერ მოხერხდება, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.

"არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, იქნება რაღაც ისეთი, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული მოკავშირეების თვალში გამოჩნდნენ ვითომ კონსტრუქციულებად და შეინარჩუნონ ყველანაირად ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა. ანუ არჩევნებში მიაღწიონ იმისთანა შედეგს, რომელიც შეუნარჩუნებს მათ ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდებით, თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება, ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტების არჩევნები საქართველოში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება იმიტომ, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42