აუდიენციის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოამზადა".
"დღეს ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალსებული და ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენი აზრით, ეს მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიოენების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული. რეალურად, ამ მოდელის წარდგენის შემდეგ დღეს გამოჩნდება, რომელი პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული შეთანხმებაზე, ვის სურს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს სხვა ინტერსები, რომელიც შესაძლოა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით იყოს რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებული“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და თქვა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთებს დეტალურ განმარტებებს რაში მდგომარეობს მმართველი გუნდის წინადადება.
„ეს არის ვერსია, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული წარმომადგენლობები არის დაბალანსებული და მიგვაჩნია, რომ მათთვის, ვისც რეალურად სურს შეთანხმება ეს შესაძლოა, იყოს პროექტი, რასაც სჭირდება განხილვა და რაშიც რესურსი არის, რომ შევთანხმდეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის თქმით, ის შეხვედრის დაწყებამდე კონკრეტულ წინადადებებზე საუბრისგან თავს იკავებს:
"კონკრეტულ წინადადებებზე ჯერ მზად არ ვარ ვილაპარაკო, თუმცა გვქონდა გუშინ განხილვა უმრავლესობაში, საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ, გავაცანით ძირითადად რას ვფიქრობდით და მე ვფიქრობ რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი გვექნება სალაპარაკო, წინასწარ საუბრის ან წინადადებების მოწოდებისათვის მზად არ ვართ, იმიტომ რომ ამან შეიძლება გარკვეული კორექტირებები მოლაპარაკებების პერიოდშიც განიცადოს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






