"მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ხელისუფლებას ერთპიროვნული მმართველობის გაგრძელების გარანტიას მისცემს" - ოპოზიცია ხელისუფლებასთან შესახვედრად ემზადება
პოლიტიკა - 17:07, 19 Dec, 2019     655
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული ლიდერები აღნიშნავდნენ, საუბრის თემა სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ხვალ დაანონსებული შეხვედრა იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ ლიდერები ცვალინდელ შეხვედრაზე მოიტანენ ისეთ საარჩევნო წინადადებას, „რაც ხელისუფლებას გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს“.

„თუ საერთოდ მოიტანენ, მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც მათ გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს. არ ვამბობ ერთპარტიულსაც კი, ერთპიროვნული. დაველოდოთ. ხვალ ყველაფერს გეტყვით“, -აცხადებს ვაშაძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ ხელსუფლებასთან მოლაპარაკების რეჟიმში რჩებიან, თუმცა ეს აქციების პარალელურად ხდება. მისივე თქმით, ხელისუფლება თავიდან აცხადებდა, რომ საერთოდ არ აპირებდა მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან , შემდეგ აცხადებდნენ, რომ მხოლოდ ოპოზიციისგან ელოდებოდნენ წინადადებებს და თავად არაფერს შესთავაზებდნენ , ხვალ კი დადგება ის დღე , როდესაც ხელისუფლება უკან დაიხევს და საკუთარ წინადადებას მოიტანს.

„ლუკა სირაძის გარდაცვალებამ მნიშვნელოვანი კორექტირება შეიტანა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში . კერძოდ, ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტის პიკეტირებაზე , რომელიც დღეს და ხვალ უნდა გამართულიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება . კერძოდ, ამ კვირის ბოლოს, კვირა დღეს ბათუმში იქნება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია და მსვლელობა იგივე მოთხოვნებით. ოპოზიცია ერთიანია საკუთარ მიდგომებსა და პოზიციებში, ვხედავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლება იხევს უკან. პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიდის, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა“,-აცხადებს ბაქრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42