თამარ მეფის ხიდის პანდუსზე სამუშაოები 25 დეკემბრისთვის დასრულდება
პოლიტიკა - 16:53, 19 Dec, 2019     768

თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსზე ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პანდუსის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, რამდენიმე დღეში დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

„ვფიქრობ, 25 დეკემბრისთვის სამუშაოები დასრულებული იქნება. კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, განათებები დამონტაჟდება და ყველაფერი მოწესრიგდება. საავტომობილო მოძრაობა პანდუსზე აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ეს პანდუსი წლებს გაუძლებს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასალები, რომელიც ამ პროექტზე იყო გამოყენებული, საქართველოშია დამზადებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა, რაც ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 013 567 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია " კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42