"შეღავათები შემოგვაქვს მაღალმთიანი რეგიონებისთვის" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 16:50, 19 Dec, 2019     727

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" შეტანილი სიახლეები, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიკროგრანტების კომპონენტსაც ითვალისწინებს.

„შეღავათები შემოგვაქვს მაღალმთიანი რეგიონებისთვის და მიკროგრანტების კომპონენტი ითვალისწინებს გარკვეულ მცირე, მაგრამ მაინც თანადაფინანსებას. მაღალმთიან რეგიონებში ადამიანებისგან ორჯერ უფრო ნაკლები თანადაფინანსება იქნება მოთხოვნილი, ვიდრე სხვა რეგიონებში", - განმარტა ნათია თურნავამ მედიასთან ამ თემაზე კომენტირებისას.

ამასთან, მინისტრის თქმით, მთლიანობაში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ყველა თავისი კომპონენტით - იქნება ეს სესხის პროცენტის თანადაფინანსება, ლიზინგის თანადაფინანსება თუ მიკროგრანტების მიწოდება, მოსახლეობისთვის არის ორიენტირებული ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობაზე. „რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით გვინდა, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, პროგრამა ორიენტირებულია ექსპორტის წახალისებაზე, ჩვენი, ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ამაღლებაზე", - აღნიშნა მან.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტში 2015-2018 წლებში მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია. ჯამში დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42