გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელი იყო, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მეთხუთმეტე ყოველწლიურ დიდ პრეს-კონფერენციაზე და მოსკოვის მეტროში აფეთქებების ერთერთ ორგანიზატორად დაასახელა.
"მე ეს უკვე ვთქვი პარიზში, პრესკონფერენციაზე. ის იყო სისხლიანი მკვლელი. კავკასიაში, მის მიერ მოწყობილ ერთი აქტის დროს 98 ადამიანი დაიღუპა. დაფიქრდით ამ რიცხვზე. ბევრ ქვეყანაში ამის გამო ეროვნული გლოვის დღეს გამოაცხადებდნენ. ჩვენ არაერთხელ დაგვიყენებია ეს საკითხი სპეცსამსახურების დონეზე. ოფიციალური მოთხოვნა არ გვქონია, რადგან ჩვენმა ორგანოებმა ეს უაზრობად მიიჩნიეს," - განაცხადა პუტინმა.
შეგახენებთ, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანელი სამართალდამცველებმა მისი მკვლელობის ბრალდებით საეჭვო დოკუმენტების მქონე რუსეთის მოქალაქე დააკავეს და მას კრემლის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პიროვნებად მიიჩნევენ. ამ ფაქტის გამო გერმანიიდან რამდენიმე რუსი დიპლომატი გააძევეს.
რუსეთი მკვლელობასთან კავშირს უარყოფს, ხოლო პარიზში, "ნორმანული ოთხეულის" შეხვედრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ ხანგოშვილი ბანდიტური გარჩევებს მსხვერპლია და გერმანიას საპასუხო დიპლომატიური აქტით დაემუქრა.
მასალის გამოყენების პირობები






