ისნის რაიონში 2020 წელს კიდევ ერთი ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება
პოლიტიკა - 15:41, 19 Dec, 2019     551
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად ვაზისუბნის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად გათვალისწინებული საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ უკვე გამოცხადებულია ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის დასრულების შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და გაფორმდება ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვაზე.

„ისანი ერთ-ერთია დედაქალაქის იმ რაიონებიდან, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ამასთან, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინფრასტრუქტური განვითარებასა და ახალი ბაღების მშენებლობასთან. ეშბას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი სწორედ ამ პროცესს შეუწყობს ხელს და სკოლამდელი განათლება კიდევ 250-მდე ბავშვისთვის გახდება ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

2130 კვ. მ ფართობზე ახალი, 9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობის დაწყება 2020 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. პროექტის სატენდერო ღირებულება 2 235 867 ლარია.

ისნის რაიონში ამჟამად ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მიიღებს აღსაზრდელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42