«თერმონდუსტრია» გათბობა-გაგრილების სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი გახლავთ. კომპანია 2012 წელს დაარსდა, მისი მთავარი მიმართულება გათბობის სისტემების პროექტირება და მონტაჟია. პროდუქციის მთავარი მომწოდებელი ქვეყნებია: იტალია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, სლოვენია, თურქეთი. ფართო ასორტიმენტთან ერთად, თერმოინდუსტრია გვთავაზობს ენერგოდამზოგ, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას.
რა პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი თერმოინდუსტრიაში?
თერმოინდუსტრიას პორტფოლიოში გათბობა-გაგრილების, წყალმომარაგების, ჰელიო სისტემების სხვადასხვა პროდუქტს შეხვდებით. კომპანიის ექსკლუზიური პარტნიორია 100%-ით იტალიური კედლის ქვაბების მწარმოებელი „იტალთერმი“ (Italtherm). ცენტრალური გათბობის სისტემებიდან იატაკის გათბობა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თბილი იატაკი ეკონომიური და უსაფრთხო სისტემაა, რის გამოც ის სულ უფრო პოპულალური ხდება. შენობაში სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნება დამოკიდებულია გათბობის სისტემის სწორად შერჩევასა და დაგეგმვაზე.
თერმოინდუსტრია მომხმარებელს სთავაზობს რადიატორების ფართო არჩევანს. კომპანიის ფილიალებში თქვენ შეხვდებით სხვადასხვა დიზაინის, ფერისა და ფორმის იტალიურ რადიატორებს. რომლებსაც მაღალი სითბოგამოცემა და ხანგრძლივი მოხმარების პერიოდი აქვთ. რადიატორების მასალის ხარისხი უზრუნველყოფს მის მიერ სითბოს გამოცემას. რაოდენობა კი, ოთახში თანაბარი ტემპერატურის შენარჩუნებას.
რატომ თერმოინდუსტრია?
თერმოინდუსტრია მომხმარებელს მხოლოდ სერტიფიცირებულ პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის მიერ იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუქტს აქვს ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. საპროექტოსა და ტექნიკურ გუნდს, უცხოელი სპეციალისტების მიერ, უტარდებათ კვალიფიციის ასამაღლებელი სწავლებები. რომლის გავლის შემდეგაც, კომპანიის თანამშრომლებს გადაეცემათ სერტიფიკატები. მაღალპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული საპროექტო ჯგუფი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას. დანადგარების უსაფრთხო მონტაჟს და შემდგომ მხარდაჭერას. თერმოინდუსტრიას მიერ განხორციელებულია მსხვილი სასტუმრო, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და კერძო ტიპის მრავალი პროექტი.
როგორი ფასებია?
ბაზარზე შეხვდებით სხვადასხვა ხარისხისა და ფასის პროდუქციის ფართო არჩევანს. რის გამოც, ხშირად მომხმარებელს უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება. თერმოინდუსტრია გთავაზობთ ევროპული ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციას. სწორად შერჩეული დანადგარი შემდგომში ნაკლები ხარჯის გარანტს წარმოადგენს. ხარჯების ოპტიმიზაციის განსაზღვრაში კი კომპანიის სპეციალისტები დაგეხმარებიან.
თერმოინდუსტრიის პროდუქციის სანახავად ეწვიეთ ვებ გვერდს: thermoindustria.com/ge/
მასალის გამოყენების პირობები






