მოქალაქეები 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას არსებულ სისტემას უკავშირებენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
15 წლის ლუკა სირაძე "მწვანე სკოლის" მოსწავლე იყო. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდს ტერორითა და დაშინებით სკოლის შიდა და გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა წარწერის აღიარებას აიძულებდნენ. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ დაკითხვის დროს ლუკამ ფსიქოლოგიური ზეწოლა განიცადა, შეუძლოდაც გახდა, თუმცა მოძალადე პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე ატირებულ ბიჭს უარი განუცხადეს.
ლუკა გუშინ, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა და სწორედ ამის შემდეგ დააკავეს საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.
ხაზგასასმელია, რომ თავდაპირველად, შსს უარყოფდა ზეწოლის ფაქტს, მინსიტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი აცხადებდა, რომ საზოგადოებაში მხოლოდ ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა და რომ მოზარდის მიმართ იძულებით ჩვენების მიცემას ადგილი არ ჰქონია. თუმცა გუშინ, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელს ბრალად სს კოდექსის 335-ე მუხლი წაუყენეს, რაც ჩვენების მიჩემის იძულებას გულისხმობს.



მასალის გამოყენების პირობები






