ეკონომიკის მინისტრი უმსხვილესი კორეული კორპორაციის K-water-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 10:15, 19 Dec, 2019     662

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უმსხვილესი კორეული კორპორაციის Korea Water Resources Corporation (K-water)-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჰაკ სუ ლის შეხვდა.

აღნიშნული კორპორაცია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - „ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორი კომპანიაა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე რევაზ ტყავაძე, საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ასევე კორეის რესპუბლიკის ელჩი დონგ ოპ კიმი და „ნენსკრა ჰიდროს" აღმასრულებელი დირექტორი სანიონგ კიმი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე „ნენსკრა ჰესის" პროექტის მშენებლობასა და მომავალ გეგმებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა „ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგური პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამასთან, ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში იქნა მიღწეული K-water-ის ძალისხმევითა და მოსახლეობისთვის სოციალური პროგრამების განხორციელებით, რითაც მათ დაინახეს ის სარგებელი, რომელსაც პროექტის განხორციელება მოიტანს.

ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თხოვნით მიმართა კორეელ ინვესტორს, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრენინგები და საგანმანათლებლო პროგრამები. მისივე თქმით, მომავალში შესაძლოა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და K-water-ის მხარდაჭერით განხორცილდეს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრები ახალგაზრდები კორეის რესპუბლიკას ეწვევიან, გაეცნობიან იქაურ კულტურას, ტურისტულ და ბიზნეს გარემოს.

თავის მხრივ, უმსხვილესი კორეული კორპორაციის ხელმძღვანელმა, ჰაკ სუ ლიმ მზად ყოფნა გამოთქვა მომავალი თანაშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოებისთვის.

Korea Woter Resources Corporation (K-water) კორეის სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაფუძნდა. კომპანია მსოფლიოს 24 ქვეყანაში 67 პროექტს ახორციელებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42