„ლუკა !!!
ნათი, Natia Siradze არც კი ვიცი ნუგეშის. ან ტკივილის გაზიარებისათვის , რომელი სიტყვას აქვს ძალა ამ დროს.
ვიზიარებ შენი ოჯახის გაუსაძლის და მოუნელებელ ტკივილს, ჩემო საყვარელო ადამიანო!
ეს დღეები, ჩემს უბანში სულ პაწაწუნა ბავშვებიც კი ეკლესიებში გარბოდნენ და ლოცულობგნენ, რომ ლუკა გადარჩენილიყო.
ლუკას, ძალიან მგრძნობიარე და სიყვარულით სავსე ამ მზე ბიჭის ტრაგიკული ისტორია, მთელი საქართველოს ტრაგედიად იქცა.
არა მგონია ვინმეს წუხელ დაძინებოდა.
გუშინ გაშეშდა, გახევდა მთელი ახალგაზრდობა, დედები, მთელი საქართველო.
ლუკა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის სიმბოლოდ იქცა ,
ასე ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ , რომ უკვალოდ არ ჩაივლის ლუკას მკვლელობა, რომელიც სისტემამ ჩაიდინა.
არ ექნება და არ უნდა ქონდეს დანდობა ამ მკვლელებს, რომლებიც ბევრნი არიან.
მკვლელია სისტემა, რომელიც დადის ქალაქში. მთელ საქართველოში , რომელიც სიტყვით, საქმით და მოქმედებით დაუბნდობელ ჯალათად იქცა და უკვე შვილების დასახიჩრებაზე და დახოცვაზე გადავიდა.
სისტემა , რომელიც კლავს უნდა დაინგრეს!
ძალადობა კლავს!
გულგრილობაც კლავს!
P.S. ერთ-ერთ უხოურ გამოცემაში წავიკითხე: ,, სკოლის თანა- დამფუძნებელმა, წარმატებულმა ქართველმა გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა, ადმინისტრაციის ქმედებები გაამართლა და თქვა, რომ "ეს კანონითაა გათვალისწინებული"_ო.
აღარც კი მინდა გავაგრძელო კომენტარი ამ ფრაზებზე.
არა იმიტომ, რომ არ ვარ მორალისტი .
უბრალუდ, იმიტომ რომ არ ღირს, გროშის ფასიც არა აქვს აწი თქვენს რაიმე ,,წარმატებას'' , თუ შენს გვედით ვერ გრძნობ ყველაზე ძვირფას ფასეულობას _ადამიანს!!!“ - წერს ნესტან კირთაძე.
მასალის გამოყენების პირობები






