"ენერგეტიკის განვითარების ფონდი ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს" - თურნავა
პოლიტიკა - 17:37, 18 Dec, 2019     618

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის განვითარების ფონდის წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების განხილვა გაიმართა. ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანას განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. განხილვას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ფონდის წარმატებულმა საქმიანობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რათა ინვესტიციები მოიზიდოს ქარის და მზის ენერგიების მიმართულებით; ასევე ახორციელებს ბიომასის და ალტერნატიული ენერგიის პროექტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას უწყობს ხელს. ფონდი ასევე ახორციელებს სოციალური დანიშნულების პროექტებს საქართველოს მთიანეთში ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდების უზრუნველსაყოფად, სადაც ტრადიციული ელექტროენერგეტიკა არასდროს ყოფილა განვითარებული.

„ფონდი რამდენიმე ათეულ პროექტს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკაში და მისი პორტფელი დივერსიფიცირებულია. კომპანია, ერთი მხრივ, თავადაა პროექტირების ან მშენებლობის ეტაპზე არსებული ენერგოობიექტების თანაინვესტორი, მეორე მხრივ კი ახორციელებს კვლევებს, დამატებით არატრადიციული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მიმდინარე წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს, რომელიც კვლავ ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და ათვისებას მოხმარდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდის 2019 წლის პორტფელი მოიცავს 5 ჰიდროელექტროსადგურის, ქარის 5, მზის 1 და 2 სოციალურ ჰიდრო პროექტს. 2020 წლისთვის მეტი აქცენტი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე გაკეთდება. კერძოდ, დამატებით განხორციელდება ქარის ერთი და მზის ორი ელექტროსადგურის განვითარებისათვის საჭირო სამუშაოები; გარდა ამისა, ფშავ-ხევსურეთის სოფლებში არდოტსა და როშკაში ფონდის მეშვეობით მოგვარდება ენერგომომარაგების საკითხი. 2020 წელს ფონდი პირველად განახორციელებს ინვესტიციას ბიომასის და სხვა ალტერნატიულ განახლებად პროექტებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42