"მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 15:41, 18 Dec, 2019     717

„საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის და დასაქმების ზრდა თითოეული ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი - ფინანსებზე წვდომიდან ინკლუზიურ ზრდამდე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის ზრდაში. ამასთან, მათი კონკურენტუნარიანობა სწრაფად იზრდება - 2014-2018 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება 13,5%-ით გაიზარდა და იმავე პერიოდში ამ სექტორმა 118 400 მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში აქტიური ეკონომიკური ერთეულების 99,7% -ს შეადგენს და დღეის მდგომარეობით (2019 წლის III კვარტალი) ამ სექტორში დასაქმებულია 443 400-სზე მეტი ადამიანი.

„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რადგან ჩვენ ველით, რომ ეს იქნება კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, ინოვაციების, ექსპორტის წახალისებისა და თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნის საწინდარი, რაც ამავე დროს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის 10 თვის ეკონომიკური საქმიანობა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური ეკონომიკური შენელების და მრავალი გარე შოკისა, საქართველომ მოახერხა შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შეენარჩუნებინა და 2019 წლის 10 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,1 პროცენტი. „ეკონომიკური ზრდა ძირითადად კერძო სექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული და პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გადამწყვეტი ასპექტია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს შეფასებას OECD-ს მიერ ჩატარებული კვლევის "მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში 2019" შედეგებს. ამ შეფასების თანახმად, საქართველომ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს შორის ყველაზე რეფორმატორმა ქვეყანამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინსტიტუციონალურ ჩარჩოები.

„სხვადასხვა არხებით, ფინანსური ან არაფინანსური ინსტრუმენტებით, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, დავეხმაროთ მათ ბიზნეს-უნარების განვითარებაში და ხელი შევუწყოთ მათი ბიზნესის ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებზე" - განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42