ახალი, სკანდალური დეტალი ლუკა სირაძის საქმეში: ორმა მოზარდმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც პოლიციამ ისინი დაკითხვაზე ერთმანეთთან დააპირისპირა
პოლიტიკა - 15:28, 18 Dec, 2019     1179
10 დეკემბერს, როცა მოზარდი ლუკა სირაძე დაკითხვაზე იმყოფებოდა დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში, მის მიმართ სხვადასხვა სახის მუქარა განხორციელდა.

"მას აიძულებდნენ, ეღიარებინა, თითქოს და მან მოხატა მწვანე სკოლის კედლები და შიდა ტერიტორია" - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე.

რევაზ აჭარაძის განცხადებით პოლიციის უფროსის მოადგილემ რამდენიმე წუთით ცალკე გაიყვანა მოზარდი, რის შემდგომაც არასრულწლოვანი ძალიან ანერვიულებული და ატირებული დაბრუნდა, მოითხოვა სასწრაფო სამედინიცო დახმარება, თუმცა ეს არ აღმოუჩინეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა,". უფლებადამცველის ინფორმაციით დაკითხვისას დაპირიპისრებაც კი მოხდა სხვა მოწმესთან.

"ეს იყო ჩვეულებრივი, კლასიკური დაპირისპირება. არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა" - აცახადებს ადვოკატი.

მისი თქმით, გარდაცვლილის დედის განმარტებით მთელი პროცესის განმავლობაში მოზარდი დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც უფროსის მოადგილემ ცალკე გაიყვანა და რამდენიმე წუთში მოზარდი ატირეული დაბრუნდა, დედამისს უთხრა: "მიუხედავად იმისა, რომ არ ჩამიდენია, ჩემს ძმას რომ არ შეექმნას პრობლემები, ამის გამო ვაღიარებ."

"როგორც შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეორე დღეს დედის ინიციატივით მოხდა კომუნიკაცია და განყოფილებაში მისვლა, არასწორია. წინა დღეს თავადვე უთხრეს, რომ მეორე დღესაც, 11 დეკემბერს, 11 საათზე უნდა მისულიყო და გაგრძელდებოდა გამოკითხვა"-აზუსტებს რევაზ აჭარაძე. ეს დეტალი კი საქმეში არ არის: "არ ვიცი, რატომ არ მოხდა ამ ჩვენების დაბეჭდვა"- ამბობს ადვოკატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42