ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაღუპული 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესების დამცველია. ოჯახის ინტერესების დამცველია, საგანგებო განცხადება გაკეთდა.
როგორც სულხან სალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მოზარდზე ზეწოლას საგამოძიებო ორგანოს კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა.
"გამოკითხულია მოწმეები, დაკავებულია ერთი გამომძიებელი, საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არაა. არასრულწლოვანი მშობლის გარეშე რამდენჯერმე დარჩა, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა განყოფილების მოადგილე. შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე ზეწოლის ფაქტს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს და მის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები. საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს, ჩატარდეს იმ პოლიციელების ვინაობის დასადგენად, რომლებიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ ლუკა სირაძეზე" - აღნიშნა სალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






