ცნობილია, რომ ნიკოლოზ გოგუაძის საქმე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. სასმართლომ დაადასტურა, რომ გოგუაძის მიმართ აღნიშნული გამომძიებლის მიერ ადგილი ჰქონდა არასათანადო მობყრობას.
სტარსბურგმა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების დაწყება დაავალა.
საია-ს იურისტი აცხადებს, რომ სისტემას ჩოლოიანს ხელს აფარებდა.
"ამას ადასტურებს მინსიტრის მოადგილის ბოლო გამოსვლა, რომელიც 15 წლის მოზარდის საქმეზე ხელს აფარებდა სისტემას და თავის თანამშრომელს"- აცხადებს იურისტი.
ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძე გუშინ, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა და სწორედ ამის შემდეგ დააკავეს საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.
ხაზგასასმელია, რომ თავდაპირველად, შსს უარყოფდა ზეწოლის ფაქტს, მინსიტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი აცხადებდა, რომ საზოგადოებაში მხოლოდ ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა და რომ მოზარდის მიმართ იძულებით ჩვენების მიცემას ადგილი არ ჰქონია. თუმცა გუშინ, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელს ბრალად სს კოდექსის 335-ე მუხლი წაუყენეს, რაც ჩვენების მიჩემის იძულებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






