"ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობა სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის" - "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ლუკა სირაძის დაღუპვაზე
პოლიტიკა - 14:08, 18 Dec, 2019     664

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საზოგადოებას.

საქმეში გამოკვეთილი დარღვევები, მათ შორის, სპეციალიზაციის არმქონე სამართალდამცავთა ურთიერთობა არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ მუქარისა და დაშინების გამოყენება აღიარების მიღების მიზნით, ხაზს უსვამს ქართული მართმსაჯულების სისტემურ ხარვეზებს. მიუხედავად საგანგებოდ შემუშავებული არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსისა, რომელიც თავის დროზე სამართლიანად შეფასდა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად, პოლიციის სისტემა არ/ვერ იცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ არის ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის მხოლოდ ცალკეულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემჭიდროვებულ ვადებში წარმართოს გამოძიება. საქმეში მონაწილე ყველა პირის ვინაობის, როლისა და პასუხისმგებლობის დადგენა მიუხედავად მათი თანამდებობრივი იერარქიისა, საზოგადოებას სისტემური ხარვეზების ანალიზის საშუალებას მისცემს.

ლუკა სირაძის საქმის გამოძიება იქნება ტესტი, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყურადღებით დააკვირდება საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42