"ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა"
პოლიტიკა - 12:41, 18 Dec, 2019     1674
15 წლის ლუკა სირაძის საქმეში, გარდა უკვე დაკავებული გამომძიებელისა, ფიგურირებს 3-4 პოლიციელი, ვინც ასევე ემუქრებოდა მოზარდს- ინფორმაციას "საია" ავრცელებს.

იურისტი რევაზ აჭარაძე, რომელიც სირაძის ოჯახის ინტერესებს იცავს, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მხოლოდ ჩოლოიანის დაკავება საკმარისი არ არის და გამოძიება გაგრძელდეს.

“განყოფილებაში გამოკითხვას აწარმოებდა მარიანა ჩოლოიანი, რომელიც შემდგომ დააკავეს. ეს იყო ის ადამიანი, ვინც მოზარდს ეუბნებოდა, რომ მას სასწვლებლებში პრობლემები შეექმნებოდა და „თუ არ აღირებ მძიმედ დაისჯები“ – ასეთი ტექსტები და მუქარები მოდიოდა ამ პირისგან. ასევე, როგორც ირკვევა, ირგვლივ იყო 3-4 პოლიციელი, ეს ჩანს ბავშვის დედის ჩვენებებიდან და ასევე საქმის მასალებიდან. ასევე იყო „გვერდზე გაყვანის“ ფაქტიც. განყოფილების უფროსის მოადგილე იყო ის, ვინც მოზარდი რამდენიმე წუთით „გვერდზე გაიყვანა“, – ამბობს ნეტგაზეთთან იურისტი.

რევაზ აჭარიძე განმარტავს, რომ ჩოლოიანი და ის ადამიანი, ვინც შემდგომ ლუკა სირაძე „გვერდზე გაიყვანა“ ნამდვილად ორი სხვადასხვა პირია „უბრალოდ, ამ ეტაპისთვის ცალსახად გამოკვეთილი და იდენტიფიცირებულია, რომ მარიანა ჩოლოიანი ახორციელებდა ამ ქმედებას [ზეწოლას]“.

აჭარიძე დასძენს, რომ გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს, ვინ იყვნენ ის დანარჩენი პოლიციელები, ვინც, როგორც დედის ჩვენებიდან იკვეთება, ასევე ემუქრებოდა მოზარდს.

“უნდა დადგინდეს, ვინ იყო კომუნიკაციაში შესული უშუალოდ ამ ტექსტებითა და მუქარით. ამიტომ, მარტო ის, რომ ჩოლოიანი არის ამ ეტაპისთვის ბრალდებული, ჩვენი შეხედულებით საკმარისი არ არის. იმედია, მალე სხვა პირებიც იქნებიან იდენტიფიცირებულნი,“ – აცხადებს ადვოკატი და ამატებს, რომ ამ ეტაპისთვის გამოძიება ადეკვატურად და კომპლექსურად მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42