დიმიტრი შაშკინი 15 წლის ლუკას ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს: "გახსნილი საქმის" სტატისტიკისთვის ბავშვის მკვლელობა" და სახელისუფლო ტროლების შეტევა სკოლაზე
პოლიტიკა - 12:47, 18 Dec, 2019     1636
„ამ ცხოვრების დედაც“, „სისტემა კლავს“, „აიღე პასუხისმგებლობა“- მსგავსი შინაარსის წარწერებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. საზოგადოების უმრავლესობა 15 წლის ლუკა სირაძის საქმეს სისტემური ძალადობის შედეგად აფასებს და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მესამე სექტორში თანხმდებიან, რომ მოზარდის თვითმკვლელობამ ერთის მხრივ პოლიციის სისტემაში თვითნებური და არაადამიანურ პრაქტიკები გამოავლინა და მეორეს მხრივ, სოციალური მომსახურების სისტემების გაუმართაობა და ჩავარდნა აჩვენა.

15 წლის ლუკა სირაძე "მწვანე სკოლის" მოსწავლე იყო. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდს ტერორითა და დაშინებით სკოლის შიდა და გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა წარწერის აღიარებას აიძულებდნენ. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ დაკითხვის დროს ლუკამ ფსიქოლოგიური ზეწოლა განიცადა, შეუძლოდაც გახდა, თუმცა მოძალადე პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე ატირებულ ბიჭს უარი განუცხადეს.

ლუკა გუშინ, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა და სწორედ ამის შემდეგ დააკავეს საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

ხაზგასასმელია, რომ თავდაპირველად, შსს უარყოფდა ზეწოლის ფაქტს, მინსიტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი აცხადებდა, რომ საზოგადოებაში მხოლოდ ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა და რომ მოზარდის მიმართ იძულებით ჩვენების მიცემას ადგილი არ ჰქონია. თუმცა გუშინ, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელს ბრალად სს კოდექსის 335-ე მუხლი წაუყენეს, რაც ჩვენების მიჩემის იძულებას გულისხმობს.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში პერმანენტულად იმართება. პროტესტის ფონზე შს მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ. ახალგაზრდები ხელისუფლებას ვადას აძლევენ და აფრთხილებენ, რომ თუკი არ მოხდება ყველა თანამდებობის პირის დასჯა, ისინი სათანადო პასუხს გასცემენ ხელისუფლებას.

15 წლის ბიჭის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში კი სოციალურ ქსელებში ხელსიუფლებასთან აფელირებული ე.წ. ტროლები ისევ გააქტიურდნენ - ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან უკვე ისმის მესიჯები, სადაც პასუხისმგებლობის გადატანას სკოლის ადმინისტრაციაზე ცდილობენ.

რატომ სურს ხელისუფლებას საკუთარი მხარდამჭერი ტროლებისა და ბოტების მევშვეობით მთელი საზოგადოების ტრაგედია სკოლას გადააბრალოს და რატომ აფარებდა ხელშ შს სამინისტროს საკუთარი უწყების მღალჩინოსნებს? ამ კითხვით "ნიუპოსტმა" განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიმართა.

როგორ უნდა მოქცეულიყო სკოლა და სად არის მთავარი პრობლემა - ყოფილმა მინისტრმა ჩვენთან“ საქმის გაუხმაურებელ დეტალებზე ისაუბრა:

"პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო 15 წლის ლუკას ოჯახსა და ახლობლებს. ძალიან რთულია ამ ტრაგედიაზე გულგრილად საუბარი, თუმცა დღეს დილიდან რასაც სოციალურ ქსელში ვხედავთ, მომხდარს კიდევ უფრო ამძიმებს - "ქართული ოცნების" აქტივისტები და ტროლები, ცდილობენ, რომ ეს უმძიმესი ტრაგედია სკოლას დააბრალონ. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ზნეობრივი ზღვარი არ გააჩნიათ, ამიტომ მათან მსგავსი სისაძაგლე არ მიკვირს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც ხელისუფლებაში ჩვილი ბავშვის, ბარბარე რაფალიანსის მოკვლით მოვიდა. ამჟამინდელი ხელისუფლება, მაშინ უმძიმესი ფაქტის"ნაციონალური მოძრაობისთვის" დაბრალებას ცდილობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო, იმ ხალხის მერ, რომელიც მკვლელობას მაშინდელ ხელისუფლებას აბრალებდა.

ლუკას თვითმკვლელობის შემდეგაც ჩვენ ვხედავთ მსგავსს ამაზრზენ შემთხვევას - იმის ნაცვლად, რომ დაისაჯონ დამნაშავეები, კონკრეტული შემსრულებლები, ორგანიზატორები კონკრეტული გვარებითა და სახელებით, ახლა ცდილობენ ტრაგედია თავიდან ბოლომდე სკოლას გადააბრალონ" - აცხადებს შაშკინი.

ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სკოლა მაშინ იქნებოდა პასუხისმგებელი, თუკი მათ ეცოდინებოდათ წარწერის ავტორის ვინაობა და ისინი ნაცვლად მშობლებისა და ფსიქოლოგის ჩარევისა, პოლიციას მიმართავდნენ.

"მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სკოლის ადმინისტრაცია მოიქცა ლოგიკურად, როგორც მოიქცეოდა ყველა ადმინისტრაცია ნორმალურ სამართლებრივ ქვეყანაში - როცა ნახეს, რომ ღამე ვანდალური ფაქტი მოხდა, გამოიძახეს პოლიცია. მათ არც კი იცოდნენ, ვინ გააკეთა წარწერები.

სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის დასმა იქნებოდა ლოგიკური, იმ შემთხვევაში თუ მას ეცოდინებოდა, ვინ გააკეთა წარწერები მის ტერიტორიაზე და არ მიეღო ზომები - ფსიქოლოგებთან და მშობლებთან საუბარს ვგულისხმობ. ყველა ვისაც ვესაუბრეთ, ადასტურებს, რომ ადმინისტრაციამ არ იცოდა ვინ დაწერა წარწერები და როცა დაინახა ვანდალური ფაქტი, მათ გამოიძახეს პოლიცია" - აცხადებს შაშკინი და მომხდარის დეტალებს ჰყვება. შაშკინი ასევე მიუთითებს სტატისტიკის გაყალბების ფაქტებზე და ამბობს, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა იყო მორიგი მცდელობა, დაედოთ კიდევ ერთი "გახსნილი საქმე".

"რადგან პოლიციას ვიდეო სათვალთვალო კამერებში იდენთიფიცირებული არ ჰყავდა კონკრეტული ადამიანი, საბჭოური მეთოდებით დაიწყეს საქმის გახსნა. სამწუხაროდ, ესეც არ არის გასაკვირი, რადგან დღეს ქვეყანას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები მართავენ. ჩვენთვის განყოფილებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ "მწვავე სკოლიდან" ყველა იმ ბავშვზე გამოითხოვა ინფორმაცია, რომელებმაც ბოლო ერთ წლის განმავლობაში სკოლა დატოვა ან ადმინისტრაციასთან ჰქონდა პრობლემები - ეს არის საბჭოური მილიციის "საუკეთესო მაგალითი". გამომძიებელმა ჩათვალა, რომ ეს იყო სკოლის მიმართ შურისძიება, შესაბამისად სკოლიდან გაშვებული ან წასული მოსწავლეების დაკითხვები დაიწყეს. ასე მოხვდა განყოფილებაში ლუკაც, რომელიც დანაშაულს არ აღიარებდა. ბავშვს სამი საათის განმავლობაში ადვოკატისა და მშობლის გარეშე ჰკითხავდნენ, რაც კანონის უხეში დარღვევაა. მას შემდეგ კი როცა ყველაზე ფაქიზი, მოწყვლადი არასრულწლოვანი ნახეს, რადგან ლუკას ძმა სამხედრო ლიცეუმში სწავლობდა, სწორედ მუქარით და იძულებით შეეცადნენ სასურველი ჩვენების მიღებას. დაიწყეს, საბჭოური, შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით ბავშვის "ჩაპრესვა" (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, თუმცა სხვა ტერმინი არ არსებობს, იმ სისასტიკის შესაფასებლად რაც გამომძიებლებმა ჩაიდინეს) და ამაში მინიმუმ სამი პოლიციელი იყო ჩართული. მათ დაარღვიეს ყველა პროცედურული ნორმა - ნახეთ როგორი მამაძაღლობა ჩაიდინეს - ლუკა დაკითხვის ნაცვლად, გამოკითხვაზე დაიბარეს, იმიტომ რომ დასაკითხად რო მოეყვანათ 15 წლის მოზარდი, ვალდებულები იქნებოდნენ მოეყვანათ თუნდაც სახაზინო ადვოკატი. თქვეს, რომ მოზარდს მხოლოდ გაესაუბრებოდნენ, არადა განყოფილებაში დაიწყეს ზეწოლა, პრესინგი, იმისთვის რომ დაედოთ კიდევ ერთი "გახსნილი საქმე" - სტატისტიკა გაეუმჯობესებინათ. სწორედ სტატისტიკის გაყალბებით, ძალადობით, რომელიც დააწესეს ქვეყანაში და რომელშიც ჩართეს პოლიცია. ქვეყანაში პოლიციის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს სტატისტიკისთვის ბავშვების მკვლელობა.

15 წლის ლუკას თვითმკვლელობა, იმ ხალხის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომლებიც დღეს მართავენ ქვეყანას და არა სკოლის, რომელიც კანონის შესაბამისად მოიქცა.

უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახლა ისრების გადატეხვას სკოლის ადმინისტრისთვის ცდილობს" - ამბობს დიმიტრი შაშკინი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42