"ამ ცხოვრების დედაც - გაბედე პროტესტი" - 21 დეკემბერს 18:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება
პოლიტიკა - 00:59, 18 Dec, 2019     1394
სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ. ახალგაზრდებმა მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი გააპროტესტეს და შაბათს აქცია დააანონსეს. მათი თქმით, ლუკა სირაძე არ იყო სისტემის პირველი მსხვერპლი და ეს უნდა დასრულდეს, ამიტომაც ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და გააპროტესტოს ეს დამპალი სისტემა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, აქცია საელწოდებით "ამ ცხოვრების დედაც - გაბედე პროტესტი" შაბათს, 21 დეკემბერს 18:00 საათზე გაიმართება.
„მოძრაობა „გაბედე“ ვადასტურებთ პატივისცემას ოჯახის მიმართ, გამოვთქვამთ მწუხარებას და მთელ საქართველოს ვუსამძიმრებთ ტრაგედიას. ლუკას დაკრძალვამდე თავს შევიკავებთ აქტიური პროტესტისგან. მაგრამ შაბათს საღამოს ექვს საათზე ვაანონსებთ აქციას, რადგან სახეზეა პოლიციური რეჟიმი. სამწუხაროდ, ლუკა არ იყო პირველი მსხვერპლი, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს. მივმართავთ ყველა ფორმას, რომ საწადელს მივაღწიოთ და ეს დამპალი სისტემა დასრულდეს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ყველამ გავბედოთ და გავაპროტესტოთ, რაც ხდება. აქცია იქნება აქ, კანცელარიის წინ, მთავრობის გასაგონად, რადგან ისინი არიან სისტემის სულისჩამდგმელები და არ ცვლიან არაფერს, აკეთებენ იმას, რასაც წინა ხელისუფლებები აკეთებდნენ. კანონი არ კანონობს. როცა პოლიციელი კანონს არღვევს, ამას არ მოჰყვება ქმედება. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები. ჩვენ არავის არ შევარჩენთ ასეთ ქმედებებს. ვისაც შესტკივა ჩვენს მომავალზე გული, ყველა უნდა გამოვიდეს და დადგეს აქ - უნდა გავაკეთოთ ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა, დავასრულოთ პოლიციური რეჟიმი. უნდა დაიწყოს ჯანსაღი პროცესები, სადაც პოლიცია არ იძალადებს და ვიფიქრებთ მხოლოდ განვითარებაზე, წინსვლაზე“, - აცხადებს მიშა ქუმსიშვილი, „გაბედეს“ აქტივისტი.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ერთი კვირის წინ გადახტა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციის განყოფილებაში სავარაუდოდ მძიმე დაკითხვა და მუქარა. სამართვალდამცველებთან ბავშვი "მწვანე სკოლის" კედელზე გაკეთებული წარწერების გამო მოვხდა. 15 წლის გარდაცვლილ მოზარდზე იძულებით ჩვენების მიცემისთვის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42