"კულტურა, მეცნიერება, სპორტი ეს ბრწყინვალე სამეულია რითაც შეგვიძლია გამოვჩნდეთ და გავეცნოთ მთელს მსოფლიოს" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 20:36, 17 Dec, 2019     791

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ელჩების კონფერენციის“ მონაწილე ქართველი დიპლომატებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მიღწეული შედეგებით ამაყობს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის რანგში მისი მთავარი დანიშნულება ქვეყნის გარეთ მისი წარდგენა და მისი ინტერესების დაცვა-გატარებაა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება გიმასპინლოთ. ამას აქვს 3 ძირითადი მიზეზი: ერთი, რომ ვამაყობ თავის დროზე თქვენი კოლეგა რომ ვიყავი და დიპლომატიის პროფესიას ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი დავუთმე. დღესაც მივიჩნევ, რომ ეს ჩემი პროფესიაცაა და პრეზიდენტის რანგში ჩემი მთავარი დანიშნულებაც ქვეყნის გარეთ მისი წარდგენა და მისი ინტერესების დაცვა-გატარება, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად. ვამაყობ ასევე იმით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც შევუდექით ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე აქტიურ ფაზას. ვამაყობ იმით, რომ ყველამ ერთად მივაღწიეთ მთავარ შედეგს - რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას, საქართველოდან თუმცა ეს ისევ გასაკეთებელია. ვამაყობ იმით, რომ მაშინ დავაარსეთ სულხან საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიის დღე და დავაარსეთ პირველი ამბასადორიალი. მიხარია, რომ ისინი იქცა მყარ ტრადიციად და სწორედ ეს ტრადიცია გვაძლევს დღეს ამ შეხვედრის საშუალებას,“ - ამბობს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კულტურა, მეცნიერება, სპორტი ეს ის ბრწყინვალე სამეულია, რითაც შეგვიძლია გამოვჩნდეთ და მთელს მსოფლიოს გავეცნოთ.

„კულტურა, მეცნიერება, სპორტი ეს ბრწყინვალე სამეულია რითაც შეგვიძლია გამოვჩნდეთ და გავეცნოთ მთელს მსოფლიოს. ასევე საზღვარგარეთ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი სამხედროები რომლებიც მოღვაწეობენ სამშვიდობო მისიებში და ვინც წარმოადგენს სრულფასოვან მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში. დღეს თქვენ უკვე გქონდათ საშუალება, ვრცლად მოგესმინათ პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშისთვის და ჩვენი საგარეო პოლიტიკის გამოწვევების, პრიორიტეტების და მიღწევების შესახებ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42