სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა
პოლიტიკა - 16:25, 17 Dec, 2019     536

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტო"-ში საქართველოს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და არსებული პროცედურების გამარტივების მიზნით შეიქმნა და უკვე ამოქმედდა საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმა www.sst.geostm.gov.ge. მისი გამოყენებით შესაძლებელია საქართველოს სტანდარტის ელექტრონულ (pdf) ფორმატში შეძენა.

პლატფორმის მეშვეობით სტანდარტის მოძიება ხდება: სტანდარტის ნომრის/დასახელების; სტანდარტების საერთაშორისო კლასიფიკატორის; ტექნიკური რეგლამენტის დასახელების; სტანდარტის ენის; სტანდარტის მიმღები ორგანიზაციის მითითებით. ასევე, სტანდარტის შეძენამდე დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს/დაათვალიეროს სტანდარტი, მიიღოს ინფორმაცია სტანდარტის ენის, მიღების თარიღის, მიმღები ორგანიზაციის, შემმუშავებელი კომიტეტის, დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის შესახებ.

ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ასევე, მარტივდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ფარგლებში საქართველოს მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტების ჰარმონიზებული სტანდარტების მოძიება და გაცნობა.

პლატფორმა დაინტერებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას სტანდარტიზაციის სფეროს აქტუალური საკითხების, საქართველოს სტანდარტის პროექტის, სტანდარტების პროგრამის, ჰარმონიზებული სტანდარტების სიის შესახებ.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო (ISO, IEC) და ევროპული (CEN, CENELEC) ორგანიზაციების წევრია და შესაბამისად, საქართველოში ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა 55 000-მდე საერთაშორისო ან/და ევროპულ სტანდარტზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42