გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას ეუბნება, რომ გადაწყვეტილებას შეკრების შემდეგ მიიღებენ.
"ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ მას შემდეგ, რაც თქვენ მორჩებით შოუს დადგამს" - მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას.
„ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ და არა თქვენ. გადაწყვეტილებას მივიღებთ მას შემდეგ, რაც თქვენ შეწყვეტთ ამ სანახაობას. ჩვენ ვთქვით, რომ გვექნება სხდომა და მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ტყემალაძემ.
ოპოზიციის ლიდერები, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე მოითხოვენ, რომ ერეკლე კუხიანიძე დაუყოვნებლივ გაუშვან საკრებულოდან.
„თუ თქვენ ლეგიტიმაციას ანიჭებთ კუხიანიძეს, ანიჭებთ ლეგიტიმაციას გაფრინდაშვილის ტყვეობაში ყოფნას. ვერ მოვისმინეთ თქვენი აღშფოთება, რომ ამ ადამიანს ატოვებინებთ მანდატს. დღეს ჟურნალისტებს შეეშალათ საქმიანობაში ხელი და ამაზე შევიტანთ პოლიციაში განცხადებას. ჩვენ ვითხოვთ თქვენგან ერთადერთ სიტყვას - ვაგდებთ კუხიანიძეს საკრებულოდან - ამბობთ ამ სიტყვას?", - განცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






