"რაც უფრო უახლოვდება რუსეთს ივანიშვილი, მით უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება მისი ქონებაც"- შეფასებები აშშ-ის კონგრესმნების წერილზე
პოლიტიკა - 12:48, 17 Dec, 2019     1003
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამერიკელი კონგრესმენების უმწვავეს წერილს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ კონგრესმენების წერილს ივანიშვილი გაითვალისწინებს.

დეკანოიძის განცხადებით, ივანიშვილის ძალიან დიდი მოცულობის ფინანსური შესაძლებლობები დასავლეთში არის აკუმულირებული და რაც უფრო უახლოვდება რუსეთს ივანიშვილი, მით უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება მისი ქონებაც.

"ეს არის ძალიან მწვავე განცხადება ჩვენი მეგობრებისგან, რომელიც მოჰყვა იმ პოლიტიკურ კრიზისს რომელიც დღეს საქართველოშია. როცა ჩვენ, ინტერპარტიული ჯგუფი ვიყავით ვაშინგტონში, სადაც ჩვენი გზავნილი იყო, რომ კრიზისი პროიპორციული, სამართლიანი არჩევნებით უნდა გადაწყდეს და სწორედ ეს გზავნილებია ასახული ამ წერილში.

დიდი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი გაითვალისწინებს აქედან რამეს, მაგრამ მას მაინც უნდა შერჩეს კეთილგონიერება იმის, რომ ახსოვდეს, რომ მთელი მისი აქტივები, არის დასავლეთში. ძალიან დიდი მოცულობის ფინანსური შესაძლებლობები არის აკუმულირებული დასავლეთში. რაც უფრო უახლოვდება რუსეთს ივანიშვილი და მთელი ეს სახელმწიფო მიტაცება მეტი არაფერი არ არის თუ არა რუსეთთან დაახლოება, მით უფრო დიდი სარკის ქვეშ იმყოფება მისი ქონებაც. ასე რომ ფრთხილად უნდა იყოს“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„ჩვენი ქვეყანა ამ კონგრესმენების მადლიერია. მათი დამსახურებაა ის, რომ საქართველომ მიიღო თავდაცვითი იარაღი, მათი დამსახურებაა ის, რომ დაიწყო საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აშშ-სთან. ეს არის ხალხი, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის. მათი მხრიდან ასეთი მკვეთრი ენის გამოყენება არის დასტური იმისა, რომ "ქართული ოცნება" არის ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ“, - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებენ. ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42