ამერიკელი პარტნიორების უმწვავეს კრიტიკას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიორგი კადელაკი ეხმაურება და ამბობს, რომ ყველაფერი, რაზეც წერილშია საუბარი, რეალურია და ეს პრობლემები სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შექმნა.
„ჩვენი ქვეყანა ამ კონგრესმენების მადლიერია. მათი დამსახურებაა ის, რომ საქართველომ მიიღო თავდაცვითი იარაღი, მათი დამსახურებაა ის, რომ დაიწყო საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აშშ-სთან. ეს არის ხალხი, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის. მათი მხრიდან ასეთი მკვეთრი ენის გამოყენება არის დასტური იმისა, რომ "ქართული ოცნება" არის ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ“, - განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებენ. ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით.
მასალის გამოყენების პირობები






