მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე.
“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მათი რჩევები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული. ბუნებრივია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მისვლას ვაშინგტონამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიოროებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება
შესაბამისი კომუნიკაცია და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ორპარტიული მყარი მხარდაჭერა როგორც აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, ისე აღმასრულებელ დონეზე.
“როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან. მათ მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე და ამიტომ
აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ზუსტი ადეკვატური შეფასება. ჩვენ გვაქვს, გვქონდა და მომავალშიც გვექნება კომუნიკაცია და ჩვენს ურთიერთობას ერთი წუთითაც არ მიადგება ჩრდილი”,- თქვა მინისტრმა.
საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ასევე აცხადებს, რომ აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარნტიორობა არის მტკიცე, როგორც არასდროს.
“ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია არის აღმავალი. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან. ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს პარტნიორებს, გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა მათთან. გასაგებია, რომ წინააღდმეგობრივი, განსხვავებული გზავნილები ჩადის, თუმცა ჩვენი პარტნიორები ყოველთთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან. შესაბამისად, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გარღმავდება და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს”, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






