Washington Examiner: ოპოზიციის დევნას ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციების მუქარით უნდა უპასუხოს
პოლიტიკა - 09:39, 17 Dec, 2019     1162
„საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნას, ტრამპის ადმინისტრაციამ, მთავრობის წევრების მიმართ მიზნობრივი სანქციების მუქარით უნდა უპასუხოს“

„საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნას, ტრამპის ადმინისტრაციამ, მთავრობის წევრების მიმართ მიზნობრივი სანქციებით უნდა უპასუხოს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ი.

ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა პროამერიკულ პოლიტიკოსებს ებრძვის. ტომ როგანი კონკრეტულად კი გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიასა და დავით სიარულიძის მიმართ დაწყებული საქმის გამოძიებას ეხმაურება. ავტორის თქმით, ბოკერიას წინააღმდეგ აღძრული საქმე გაყალბებულია და მიზნად პროტესტის შესუსტებას ისახავს.

"დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიო გაფრთხილება უნდა მისცეს საქართველოს მთავრობას, რომ დემოკრატი ოპოზიციონერი ლიდერების დევნას საპასუხო ქმედებები მოყვება, მათ შორის სანქციები კონკრეტული პირების მიმართ. ამგვარი მტკიცე ქმედებების აუცილებლობა ბოლო დღეებში საქართველოს მთავრობის მიერ ინსპირირებული ესკალაციის გამო შეიქმნა.

ყველაზე აღმაშფოთებლად ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ცნობილი გახდა, რომ სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად გამოკითხვაზე დაიბარეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიგა ბოკერია. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი 2010-2013 წლებში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით დაიკითხა. წარსულში მე შევხვედრივარ ბოკერიას და მან ჩემი ნდობა დაიმსახურა. მე, ასევე, სათანადოდ ვარ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საქმე გაყალბებულია და ამ გზით ხელისუფლება ცდილობს ბოლო მოუღოს საზოგადოების პროტესტს, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მღელვარება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა შეესრულებინა დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ირონულია, რომ ბოკერია და საქმეში მონაწილე სხვა პირები ცნობილები არიან თავიანთი ანტიკორუფციული და პროამერიკული პოზიციებით. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელიაა. ხელისუფლებას ეს არ უნდა გაუვიდეს." - წერს ავტორი.

წერილის მეორე ნაწილში ტომ როგანი ყურადღებას პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე ამახვილებს და ამბობს, რომ „ოცნების“ ლიდერი, რომელსაც „ჯეიმს ბონდობა“ სურს, მისი მმართველობის პერიოდში საქართველო უფრო ტოლერანტული ხდება რუსეთის მიამრთ, რითაც „უახლოვდება კრემლს და მის ავტოკრატულ ფასეულობებს“.

როგანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციებით უნდა უპასუხს, რაზეც, ავტორისვე თქმით, კონკგრესმენების მის გაგზაავნილ წერილშია საუბარი.

"გამოწვევებზე საპასუხოდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა დაამოწმოს კონგრესმენების კინზინგერისა და კონოლის გაგზავნილი წერილი, რომელშიც კანონმდებლები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გახარიას შეცვალოს აღებული კურსი. ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა დაურთოს გაფრთხილება, რომ თუ კი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ადამიანების უფლებების უგულებელყოფას და თავისუფალი ოპოზიციის დევნას ამაზე პასუხისმგებელ თითოეულ პირს, აშშ პასუხს იმ გზით აგებინებს, რაც მათთვის ყველაზე მტკივნეული იქნება. - მათი საბანკო ანგარიშებით, მათი შესაძლებლობით იმოგზაურონ და ივაჭრონ საერთაშორისო დონეზე დაბრკოლებების გარეშე. ამან შესაძლოა გამოაღვიძოს საქართველოს მთავრობა" - წერს ტომ როგანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42