"შოკში ვართ, რომ პროპორციულ არჩევებზე გადასვლის დაპირებული რეფორმები ჩამოიშალა" - ამერიკელი კონგრესმენები გახარიას წერილს უგზავნიან და მწვავედ აკრიტიკებენ
პოლიტიკა - 22:24, 16 Dec, 2019     1259
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე, მეგობრობის ჯგუფის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

აღიშნულ წერილში გიორგი გახარია მწვავედაა გაკრიტიკებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეშფოთებას ვერ მალავენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო.
"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ბატონო გახარია
როგორც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ჩვენ გწერთ შეშფოთებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თქვენ უარი თქვით დაპირებული პოლიტიკური რეფორმის გატარებაზე, ასევე იმ ანგარიშებთან დაკავშირებით, რაც მოდის მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე.
1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველომ შექმნა განვითარების მყარი დემოკრატიული საფუძველი და არა ერთხელ გამოხატა თავისი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების გზით. ამიტომაც შოკში ვართ,რომ პროპორციულ არჩევნების სისტემაზე გადასვლის დაპირებული რეფორმები საქართველოს პარლამენტში ჩამოიშალა,ამ რეფორმებზე საქართველომ წლები იმუშავა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. ეს დანაპირები მარტო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კი არ იყო დადებული, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს დაპირდით.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღადგენთ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ და გაატარებთ ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს.
საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მთავრობა, რომელიც შედგება ხალხისგან და იქნება ხალხისთვის. მათ სჭირდებათ მთავრობა, რომელიც ალიანსშია დასავლეთთან და მიისწრაფის ნატოსა და ევროკავშირში შესვლისკენ.ამიტომაც ბევრი ადამიანი გავიდა ქუჩაში, რომ მშვიდობიანად გამოეხატათ თავისი შეშფოთება და სანაცვლოდ მიიღეს ძალადობრივი დარბევა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას აქვს უფლება გამოყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის დროს, ამავდროულად დემოკრატია აღიარებს მოქალაქის უფლებას მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულებები. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის ასობით მონაწილე, ჟურნალისტი და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა ან ჰოსპიტალიზება დასჭირდა,მთავრობის მიერ გამოყენებული ძალადობა, არის ძალზე შემაშფოთებელი.
ბოლო სამი ათეული წელია, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. ცოტა ხნის წინ სენატის მიერ მიღებული იქნა დადგენილება ნომერი 598, საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომლითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, აღიარა საქართველოს მზაობა დემოკრატიული ღირებულებების გატარებაში და აპროტესტებს რუსეთის აგრესიას რეგიონში.
ახლა საქართველოს მთავრობის ჯერია, რომ აღასრულოს თავისი დანაპირები ქართველი ხალხის წინაშე და ველოდებით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომ გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში მომდევნო წლებში" - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42