"2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება" - თურნავა
პოლიტიკა - 19:25, 16 Dec, 2019     664

„დღეს ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში, განპირობებულია მაღალი ექსპორტით. ჩვენი ამოცანაა, მომავალ 2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება. ბოლო სტატისტიკა, რაც გვაქვს უცხოური ინვესტიციების ნაწილში, ინვესტორების გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს, მაგრამ არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ინვესტიციები იმიტომ, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები" - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან კომენტარი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა საზოგადოებას 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ერთი მხრივ, ახორციელებს მასშტაბურ პრივატიზაციას - ეს არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს," რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება, პარალელურად, მომზადდა 2020-2021 წლების პროაქტიული სტრატეგია ინვესტორების მოსაზიდად. „ჩვენ კი არ ველოდოთ, სანამ ინვესტორი იპოვის საქართველოს რუკაზე, არამედ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველომ მოინიშნოს ინვესტორების რუკაზე. ამისთვის გამოვკვეთეთ პრიორიტეტული სექტორები, მათ შორის არის ახალი მაღალტექნოლოგიური სექტორები, მაგალითად, ელექტრონული მოწყობილობებისა და ავტო და თვითმფრინავების ნაწილების წარმოება და ა.შ. პარალელურად, არის ტრადიციული სექტორებიც, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება - ეს არის მსუბუქი მრეწველობა, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, დეველოპმენტი, სასტუმროები, ენერგეტიკა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიზნობრივად, წარმატებით ვიმუშავებთ ამ სექტორებში ინვესტიციების მოსაზიდად" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია IFC-ის მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42