"მამაჩემი უცნაური ადამიანია, ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ვართ , მის პოზიციას არ ვიზიარებ" - ნუცა კუხიანიძე
პოლიტიკა - 16:40, 16 Dec, 2019     3879

“ოცნების” საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის შვილი ნუცა კუხიანიძე მამის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ნუცა კუხიანიძე მამის განცხადებებს ემიჯნება და აღნიშნავს, რომ იგი თავისებური ადამიანია.

"რა გითხრათ, ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. მამაჩემი ოჯახის წევრია და ვწუხვარ, რომ მან ასეთი ფორმით გამოხატა თავისი პოზიცია. მე მის პოზიციას არ ვიზიარებ, სულ სხვა შეხედულება მაქვს. მასთან ამ თემაზე ლაპარაკიც არ მქონია. მან აირჩია ეს პარტია - "ქართული ოცნება" და მიჰყვება თავის გზას. დამოუკიდებელი ადამიანია და ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ვინერვიულე, რადგან ბევრი ნეგატივი წამოვიდა მისი მისამართით და ასევე - მისგანაც. რადგან ჩემი ოჯახის წევრია, არ ნიშნავს, რომ დავეთანხმები მის პოზიციას. ყველა ადამიანი თავად ირჩევს თავის გზასაც და პოზიციასაც. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს რაღაც ზღვარს არ უნდა სცილდებოდეს.

ვაჟა ექიმის საკითხი ძალიან სენსიტიურია, ის ამ ეტაპზე გასაჭირშია და შენ, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დახმარება უნდა გაუწიო და არა - დააკნინო.

ეტყობა, როცა ასეთ მწვავე განცხადებას აკეთებ ადამიანი, მერე ზღვარს კარგავ, ვერ აკონტროლებ, რა თქვა, რა მოიმოქმედო.

მამაჩემი მუდამ თავისებური ადამიანი იყო, ყოველთვის თავისი სიმართლე და განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდა. უცნაური ადამიანია ძალიან. ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ვართ და ეს ძალიან სამწუხაროა. ამის გამო ბევრჯერ გვიკამათია კიდეც. ისტორია შეაფასებს ყველაფერს.

ძალიან ვნერვიულობ მამაჩემზეც და კარგი იქნებოდა, ასეთი რამ არ მომხდარიყო ან და, თუ აუცილებელი იყო აზრის დაფიქსირება, სხვა ფორმით გაეკეთებინა ეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ფორმა ამჯობინა და ეს მისი არჩევანია," - წერს ნუცა კუხიანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42