ნაძალადევის რაიონის გამგებელმა საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 16:44, 16 Dec, 2019     560

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გამგეობის საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა გამგეობის თითოეულ თანამშრომელს, ასევე, ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც თავიანთ რაიონსა და ქალაქს გულშემატკივრობენ.

„2020 წელს ორი ძირითადი პრიორიტეტი გვექნება: ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახია, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი უნდა იყოს ის, რომ სოციალურად მეტად დაცული და ფინანსურად წელში გამართული ოჯახები გვყავდეს. მათ არ ჰქონდეთ იმის საჭიროება, რომ გამგეობასა და მერიას წამლის ფულზე მიაკითხონ. ეს შესაძლებელია და ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას და თანადგომას. ისინი რეალურად ხედავენ, თუ რა კეთდება ქალაქში. ამ მხარდაჭერისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ენერგიას არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს განსხვავებული. ის პროექტები, რომელიც განხორციელდა, თვალშისაცემი და ხელშესახები იყოს თითოეული თბილისელისათვის. ვაკეთებთ იმას, რაც 20-25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა და ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის: გზები, ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, მწვანე სივრცეების შექმნა, რომელთა ნაკლებობაც გვაქვს. სადაც შესაძლებელი იყო, ყველგან კორპუსი ააშენეს და წლების განმავლობაში მშენებლობა მიდიოდა. ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. დღეს გვაქვს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ ამ ყოველივეს ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ.

აუცილებლად მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია. ვიტრაბახებთ იმით, რომ თბილისს ეყოლება ყველაზე გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალი ავტობუსებით, მიკროავტობუსებით და მეტროთი.

იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს ადამიანი ირაკლის სახით, არსებობს გამგეობა, ადგილობრივი თვითმართველობა, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე მიხვიდეთ. იცოდეთ, რომ ზურგს გიმაგრებთ თქვენი რაიონის გამგეობა, ასევე, ზურგს გიმაგრებთ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, მერიის სახით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს კომპეტენციაში და შესაძლებლობებში შედის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზენტაციაზე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა განხორციელებულ პროექტებზე და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.

„მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისად და მათი ჩართულობით, ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. რაიონის განაშენიანებისა და რელიეფის გათვალისწინებით, საკმაოდ რთული გამოწვევები გვქონდა. ყველა საკითხს ორ წელში ვერ გადავჭრიდით, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოვუგვარეთ მოსახლეობას. ჩვენთვის პრიორიტეტია გზების რეაბილიტაცია, უსაფრთხოების მიზნით გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, სკვერების, რეკრეაციული ზონებისა და სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა. რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

2018-2019 წლებში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაო 100 მისამართზე შესრულდა. აქედან 35 ქუჩა, ასევე, შესახვევი და ჩიხი კაპიტალურად შეკეთდა. გზის საფარი ჯამში, 130 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.

გრუნტის დამჭერი, საყრდენი კედლები 32 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა; ასევე რეაბილიტაცი ჩაუტარდა 23 სპორტულ მოედანს; მოეწყო ორი ახალი რეკრეაციული სივრცე, ხოლო 8 მისამართზე არსებულ სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. გარდა ამისა, 32 მისამართზე საბავშვო ატრაქციონები, 23 ლოკაციაზე კი სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი 242 მისამართზე განხორციელდა.

40 000-მდე მოქალაქეს სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება გაეწია. აგრეთვე, გამგეობის დაფინანსებით, 27 კულტურულ-გასართობი, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება ჩატარდა.

2018-2019 წლების განმავლობაში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის, ჯამში 34 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42