ინფორმაციას ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტიის ხელმძღვანელობა, სალომე ზურაბიშვილისგან განმატებას ითხოვს
"საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ", საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეკითხვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მოსთხოვა ინფორმაციის მოწოდება იმის თაობაზე, თუ რა მიზნით იქნა გაუქმებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის ამსახველი არქივი (www.saakashviliarchive.info/ge/), რომელზეც წვდომა შეუძლებელი გახდა მიმდინარე წლის დეკემბრიდან.
ნაციონალური მოძრაობა ასევე ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ განმარტებას, აღნიშნული გადაწყვეტილება ხომ არ მიუთითებს ისტორიის გადაწერის მცდელობაზე" - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






