სტატიის ავტორი მარკ ნექსონი საქართველოს ყოფილ პრემიერს „ახირებულ ოლიგარს“ და უწოდებს, რომელიც მისივე სიტყვებით, „პუტინთან დაახლოებული პირია“.
ავტორი ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვასაც ახსენებს და ამბობს, რომ მისმა „დამანგრეველმა კაპრიზებმა“ 1430 ხე გაანადგურა. „მისი ქონება 5 მილაირდად არის შეფასებული, რაც ქვეყნი მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედია. ის საკუთარ თავს ჩუქნის ყველაფერს - ხეებს, ნახატებს, ეგზოტიკურ ცხოველებს და ძალაუფლებას“ - წერს ნექსონი.
ავტორი ამბობს, რომ ივანიშვიმი მისივე სახსრებით დაფუძნებული პარტიის „ქართული ოცნების“ მეშვეობით „მბრძანებლობს“, თუმც „მას ოფიციალურად არანაირი აღმასრულებელი თანამდებობა არ უჭირავს“.
სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში ყველა საკვანძო თანამდებობაზე ივანიშვილს მისივე გარემოცვა ჰყავს დანიშნული.
„ყველა მიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე მის პირად მოსამსახურეებს ნიშნავს - შსს მინისტრი? - მისი ყოფილი დაცვა. თავდაცვის მინისტრი? - მისი შვილის ყოფილი მომვლელი. გენერალური პროკურორი? - მისი ყოფილი ადვოკატი. ჯანდაცვის მინისტრი? -მისი ყოფილი ექიმი, რომელიც ამ ზაფხულს მისი ცოლის სტომატოლოგმა ჩაანაცვლა".
სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილი, რომელიც უხვად გასცემს დაპირებებს, ეს დაპირებები ოქრთქლდება, ისე, როგორც „გააქრეს მისმა მაჟორიტარებმა საარჩევნო რეგორმის დაპირებაც“.
სტატიაში ნათქვამია, რომ ამ უკანასკნელმა ჟესტმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. „20 000 ადამიანის მიერ გადაკეტილი ქუჩები, პარლამენტის წინ გაშლილი კარვები. „დიდი ხანია, რაც ახალგაზრდობის ასეთი მობილიზაცია არ მომხდარა“ - აღნიშნავს ერთერთი დიპლომატი".
სტატიაში ივანიშვილის საგარეო ვექტორზეცაა საუბარი. ავტორი წერს, რომ ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთის ერთგულია, მასზე არსებობს ეჭვი, რომ ის მოსკოვის თამაშს თამაშობს. ივანიშვილის რუსული ვექტორის სადემონსტრაციოდ, სტატიის ავტორს, ციხიდან გამოშვებული რუსი ჯაშუშების ფაქტები მოჰყავს, რომელიც ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელა.
„ივანიშვილმა ციხიდან ათობით რუსი ჯაშუში გამოუშვა და არც სახელმწიფო თანამდებობებზე მორიდებია KGB-ს ყოფილი აგენტების დანიშვნას“ - წერს ავტორი და ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესებაზე საუბარს გაურბის, ხოლო როცა მისი გუნდის წევრები რუსთის პოლიტიკას აკრიტიკებენ, ივანიშვილი ამბობს: „მე მომიწევს ბოდიში მოვუხადო პუტინს“.
მასალის გამოყენების პირობები






