"2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში 3 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 14:02, 16 Dec, 2019     723

„მიუხედავად ყველა გლობალური თუ შიდა გამოწვევისა, საქართველომ ძალიან ბევრი შეძლო და ბევრს მიაღწია რეგიონულ საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო წლებშიც ეს ტენდენციები გაძლიერდეს. სწორედ ამისთვის შევიმუშავეთ ახალი, პროაქტიული სტრატეგია, თუ როგორ მოვიზიდავთ უახლოეს ორ წელიწადში ინვესტორებს და გავზრდით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ სტრატეგიის შედეგად, უახლოეს ორ წელიწადში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ამ სტრატეგიაზე იმუშავა ჩვენი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" არსებულმა გუნდმა „Invest in Georgia". ეს ბრენდი ბევრისთვის ძალიან ნაცნობია, ახლა, პრაქტიკულად, ხდება მათი სტრატეგიის განახლება და მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ამ გუნდის თითოეულ წევრს მათი ძალისხმევისთვის" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია IFC-ის მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა.

სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და მოიცავს ისეთი პრიორიტეტული სექტორების ანალიზს, როგორიცაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, საავიაციო და საავტომობილო ნაწილების წარმოება, ჰოსპიტალიტი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი და ელექტრონაწილების წარმოება, ასევე პირდაპირი/არაპირდაპირი ინსტრუმენტებით ინვესტიციის მოზიდვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა გააცნო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42