ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძის „მიცვალებულად“ გამოცხადებას ითხოვს
პოლიტიკა - 13:41, 16 Dec, 2019     732
ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიცვალებულად გამოცხადებას ითხოვს.

„ეს ქაჯეთის ციხეა, სადამდე უნდა ვუბრახუნოთ. მე ვთავაზობ, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტებს, ერთი შესაძლებლობა არის იმის, რომ ბატონმა კუხიანიძემ დატოვოს საკრებულო, კანონის შესაბამისად ვამბობ. თუ ის არ დაწერს განცხადებას, თუ საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობა არ მოინდომებს, რომ უთხრან, გავიდეს უმრავლესობიდან, ერთი შესაძლებლობა არსებობს - ეს კაცი ისედაც მიცვალებული იყო ქართველი ხალხისთვის, არაფერი გაუკეთებია, ახლა განსაკუთრებით არის პოლიტიკური მიცვალებული, გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად, მივმართოთ მუნიციპალიტეტს და გადაამოწმოს ეს კაცი ცოცხალია თუ არა. რეგლამენტის შესაბამისად, ადამიანს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს თუ ის მიცვალებულად გამოცხადდება. ჩემი აზრით, ეს ადამიანი პოლიტიკურად მიცვალებულია, მას ნამდვილად არაფერი ესაქმება თბილისის საკრებულოში, ამიტომ ჩვენ მათ შორის, საკრებულოს ოპოზიცია უზრუნველვყოფთ წერილის მომზადებას, სადაც მივუთითებთ, რომ ბატონი კუხიანიძე ქართველი ხალხისთვის მისი განცხადების შემდეგ პოლიტიკურად მიცვალებულია, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტს, მიაკითხონ სახლში და სამეზობლოში, ეს კაცი ცოცხალია თუ მკვდარი. ჩემი ღრმა რწმენით, მისი მეზობლების ძალიან დიდი ნაწილი დაადასტურებს, რომ ეს კაცი დიდი ხანია პოლიტიკური მიცვალებულია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42